"რობერტ ლევანდოვსკი ჰიტლერის დის შვილიშვილია?!" - პოლონელის შესახებ უცნაური ცნობა გავრცელდა

AutoSharing Option
ფეხბურთელები მიჩვეულები არიან, რომ მათ შესახებ ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი და არასწორი ცნობა ვრცელდება - ტრანსფერების საკითხებით დაწყებული, სხვადასხვა პირადი თემით დასრულებული.

არც ისე დიდი ხნის წინ კი მსგავსი "ფეიქ ნიუსის" მსხვერპლი რობერტ ლევანდოვსკი გახდა: ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რობერტი ადოლფ ჰიტლერის უმცროსი დის შვილიშვილი იყო.

იმდენად ძლიერი ტალღა წამოვიდა, რომ საიტ Quora-ზეც დაიდო ეს შეკითხვა. Quora გახლავთ პლატფორმა, სადაც მომხმარებლები ერთმანეთის შეკითხვებს პასუხობენ.

"იცოდით თუ არა, რომ რობერტ ლევანდოვსკი ჰიტლერის უმცროსი დის, პაულას შვილიშვილია? ქალბატონი 1960 წელს გარდაიცვალა", - ასეთი
ფორმით გავრცელდა კითხვა საიტზე და დიდი გამოხმაურებაც ჰქონდა.

ცხადია, "ბაიერნის" ფორვარდსა და ნაცისტ დიქტატორს შორის არსებული სავარაუდო ნათესაური კავშირი მითების კატეგორიიდანაა. აღნიშნულ შეკითხვას თავად Quora-ს ადმინისტრაციამ უპასუხა:

"არ დაუჯეროთ ამ ცნობას. ამ შეკითხვაში მოცემული ფაქტები სრულიად არასწორია. რობერტ ლევანდოვსკი 1988 წელს დაიბადა პოლონელი მშობლების ოჯახში.

ფეხბურთელის მამა კრიშტოფი (გარდაიცვალა 1995 წელს) პოლონეთის ჩემპიონი იყო ძიუდოში და ფეხბურთსაც თამაშობდა პოლონეთის მეორე ლიგაში.

რობერტის დედა ივონა - ფრენბურთის კლუბ "ვარშავის" ყოფილი მოთამაშეა, რომელიც ლეშნოს "პარტიზანის" ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ლევანდოვსკის და მილენა, დედის მსგავსად, ფრენბურთელია და პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო.

ფეხბურთელის ცოლმა ანა სტაჩურსკამ 2009 წლის კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წყვილი 2013 წელს, ვარშავაში დაქორწინდა.

რაც შეეხება ჰიტლერს, ადოლფის დედმამიშვილებს 5 შთამომავალი ჰყავდათ. 2 ვაჟი ადოლფის დას, ანჯელას შეეძინა, ხოლო 3 ვაჟი კი ადოლფის უმცროს ძმას, ალიოსს ჰყავდა. სხვათა შორის, უკანასკნელი სამეული დღესაც ცოცხალია."

მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკისა და ჰიტლერს შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, ალბათ, თქვენთვისაც საიტის ადმინისტრაციის ამ პასუხიდან ნათელი არაფერი გახდა.

თუმცა პოლონელ ფორვარდს ეს საკითხი დიდად არ ადარდებს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. დიდი ალბათობით, ბუნდესლიგის ბომბარდირი მეხუთედ გახდება. რეკორდი კი ლეგენდარულ გერდ მიულერს ეკუთვნის, რომელიც გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის საუკეთესო მეგოლე 7-ჯერ გახდა.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
მე მეგონა სომეხი იყო ლეოსიანი,მაგენი ხო იბრალებენ ვინც მოეწონებათ ყველა სომეხი გონიათ
irakli
09 ივნისი 2020 01:11
6
ვინც მოეწონათ არა ვინც მართლა არის
სიმართლე
09 ივნისი 2020 16:29
0
ლევანდობსკის ბებია არქიტექტორი იყო და რამდენიმე ,,კონცლაგერი და ბუნკერი'' მისი დაპროექტებულია :)
დაჩი
08 ივნისი 2020 16:24
1
ალექსანდრე მაკედონელის ბიძაშვილის დის შვილის შვილი ცხოვრობს ჩემს მეზობლად. რა პრობლემაა..ასაკს ნუ გადათვლით ეგენი ყველანი 100 წელს ზევით ცოცხლობენ :)
saba
08 ივნისი 2020 15:11
3
ერთი სადამ ჰუსეინი იყო სტალინის შვილიშვილი და მეორე ეს არის ჰიტლერის დის შთამომავალი.
: )))))))
08 ივნისი 2020 13:40
1
ააა იმიტოა ესეთი დაუნდობელი ?
reali isev moigebs ligas tu vars gaauqmeben
08 ივნისი 2020 12:18
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული