"ბაიერნმა" "ვერდერს" სძლია და ოცდამეათედ გახდა ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის 32-ე ტურში "ბაიერნმა" ბრემენში "ვერდერი" 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მერვედ, მთლიანობაში კი, ოცდამეათედ გახდა ჩემპიონი.

გამარჯვების გოლი ჟერომ ბოატენგის პასით რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. მან ამ სეზონში 40 მატჩში 46 გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი გააუმჯობესა.

მწვრთნელის რანგში ჰანს-დიტერ ფლიკი პირველად გახდა ოქროს მედლის მფლობელი. მან გუნდი 2019 წლის ნოემბერში ჩაიბარა. ფლიკმა ფეხბურთელის რანგში "ბაიერნის" შემადგენლობაში ოთხჯერ მოიგო ბუნდესლიგა.

"ბაიერნის" 24 წლის ნახევარმცველი კინგსლი კომანი მერვედ გახდა ჩემპიონი - ორჯერ პსჟ-ში, ერთხელ "იუვენტუსში" და ხუთჯერ "ბაიერნში".

ვერდერი - ბაიერნი 0:1
გოლი: ლევანდოვსკი (43)
გაძევება: დევისი (79)

დღეს კიდევ 3 მატჩი გაიმართა:

გლადბახი - ვოლფსბურგი 3:0
ფრაიბურგი - ჰერტა 2:1
უნიონი - პადერბორნი 1:0

"პადერბორნი" მეორე ბუნდესლიგაში გავარდა, ხოლო ბუნდესლიგაში "არმინია" დაბრუნდა. ბილეფელდური გუნდი ბოლოს გერმანიის უმაღლეს დივიზიონში 2008/09 წლების სეზონში ასპარეზობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული