"ბაიერნმა" ალაბას გაყიდვა გადაწყვიტა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა გერმანულ კლუბს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს.

მიმდინარე ხელშეკრულება ფეხბურთელს 2021 წელს ეწურება, თუმცა "ბაიერნს" არ სურს მისი უფასოდ გაშვება. ამიტომ გაყიდვა უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განიზრახა.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელით პსჟ, "ლივერპული", "მან. სიტი" და "მან. იუნაიტედი" ინტერესდებიან. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება კი 50 მილიონ ევროს შეადგენს.

ალაბა მიუნხენურ გრანდში 2011 წლიდან გამოდის. ამ პერიოდში მან 380 შეხვედრა გამართა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Hernandezi 80ad ikides da amas kidian 50ad? Tfuiii
Ka bavariel
22:15 19-06-2020
0

სიახლეები პოპულარული