"ბაიერნმა" მეოცედ მოიპოვა გერმანიის თასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" ჩატარებულ გერმანიის თასის ფინალში "ბაიერნმა" 4:2 დამარცხა "ბაიერი" და მეოცედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

მიუნხენურმა გუნდმა მეცამეტედ შეასრულა გერმანიაში ოქროს დუბლი, რაც რეკორდია, ამას გარდა, ზედიზედ მე-17 შეხვედრაში იმარჯვა და ბოლო 26 მატჩში დაუმარცხებელია.

"რეკორდმაისტერის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 43 მატჩში 51 გოლი გაიტანა.

59-ე წუთზე ლევანდოვსკიმ გოლი მეკარე მანუელ ნოიერის პასით გაიტანა.

ბაიერი - ბაიერნი 2:4
გოლები: 0:1 ალაბა (16), 0:2 გნაბრი (24), 0:3 ლევანდოვსკი (59), 1:3 ბენდერი (63), 1:4 ლევანდოვსკი (89), 2:4
ჰავერცი (90+5, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული