"ბაიერნის" ახალწვეული ბაზაზე ძველი "ფოლკსვაგენით" მივიდა, სახლში კი ახალთახალი Audi-თ წავიდა [PHOTO]

AutoSharing Option
Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები ორკვირიანი შესვენების შემდეგ ბაზას დაუბრუნდნენ და სამწვრთნელო პროცესი განაახლეს, მათ შორის კი კლუბის ახალწვეულიც იყო.

როგორც გამოცემამ შეამჩნია, საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელები კლუბის ოფიციალური სპონსორი "Audi-ს" ავტომობილებით მივიდნენ. მხოლოდ 23 წლის ახალწვეული ალექსანდერ ნიუბელი მივიდა ძველი "ფოლკსვაგენ პოლოთი", რომელიც მხოლოდ 11 000 ევრო ღირს. მანქანაზე გენზელკირხენის ნომრები ეწერა, რადგან ახალგაზრდა მეკარე სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა და თამაშობდა.

თუმცა, ვარჯიშის შემდეგ გერმანელი მეკარე სახლში ახალთახალი Audi RS6 Avant-ით გაემგზავრა, რომელიც 116 000 ევრო ღირს. მოკლედ რომ ვთქვათ,
პირველივე დღესვე იგრძნო თუ სად მოხვდა.

Sportall.Ge

"შალკეს" ყოფილი გოლკიპერი მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი 2020 წლის 1-ელ ივლისს გახდა და გერმანულ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.



მკითხველის კომენტარები / 3 /
საინტერესოა ჩუქნიან ამ მანქანებს თუ სანამ კლუბშია მანამდე აქვს სარგებლობაში. თან მგონი გარკვეული დროის შემდეგ უცვლიან.
emigranti
01:14 22-07-2020
0
sebänerstrasse- dan sul ragac 200 metrit var dashorebuli. არაფერი ისეტი განსაკუტრებული მანქანა არ არის. ცჰვეულებრივი აუდია :)
Jabson Lauda
15:10 21-07-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული