ალაბას "მადა" გაეზარდა - სეზონში 20 მილიონს ითხოვს

AutoSharing Option
"ბაიერნი" გასულ სეზონში ბუნდესლიგის 28 მატჩში 1 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის ავტორ დავიდ ალაბასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

Sport1-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა პინი ზაჰავიმ და მამამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი ხელშეკრულების პირობები განიხილეს.

ზაჰავიმ ვირგილ ვან დეიკის (85 მილიონი ევრო), ჰარი მაგუაირისა (87 მლნ) და ემერიკ ლაპორტას (65 მლნ) ტრანსფერების მაგალითები დაუსახელა, თქვა, რომ მისი კლიენტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია და ამ სტატუსის შესაბამისი ხელფასი ეკუთვნის.

მოკლედ, ალაბა წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონზე მეტს ითხოვს და თუ დათანხმდებიან, კარიერას ბავარიულ
კლუბში დაასრულებს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბარსელონაში" ან "რეალში" გადასვლა უნდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული