რუმენიგე: ლევანდოვსკი ადონისს ჰგავს, 35 წლისა რონალდოზე უკეთესი იქნება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ერთერთმა ხელმძღვანელმა კარლ ჰაინც რუმენიგემ კიდევ ერთი ფრთიანი ფრაზა წარმოთქვა და რობერტ ლევანდოვსკი მითოლოგიურ ღვთაებას შეადარა.

"შესაძლოა, რობერტო ყველაზე დიდი პროფესიონალია ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. 35 წლის ასაკში ლევანდოვსკი რონალდოზე უკეთესი იქნება(იგულისხმა, რა დონისაც რონალდო 35 წლის ასაკშია).

ის ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მაგალითია. მისი დიეტა, ცხოვრების წესი - ყველაფერი წარმატებაზეა ორიენტირებული. როცა მის დაკუნთულ მუცელს ვხედავ, ვფიქრობ, ის ადონისივითაა (ფინიკიელთა ღვთაება, მოკვდავი და გაცოცხლებადი ბუნების სიმბოლო). უკეთესი შეუძლებელია არსებობდეს.

მიმდინარე წელში რობერტი ყველაზე მეტად იმსახურებს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებას.
მან საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე მოიპოვა. საოცარი სეზონი ჩაატარა,"- განაცხადა რუმენიგემ.

მომზადებულია Bundesliga.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 5 /
მოკლედ დიდი ხანია ვაკვირდები და რონალდუს დაჩაგვრის ტრენდი არის ძალიან შემოსული მსოფლიო ფეხბურთში(არ იგულისხმება გულშემატკივრები).უბრალოდ შური და მეტი არაფერი რომ ერთადერთია რომელიც მესის უქაჩავს ტიტულებში(ინდივიდუალური თუ გუნდური)და დონეში.რა უკეთესი იქნება სულ რომ 1000 წელი ითამაშოს ლევანდოვსკიმ ფეხბურთი ამაზე უკეთესი ვერასდროს ვერ იქნება!!!!ვაფასებ ლევანდოვსკის მაგრამ ასეთი კომენტარები ნეგატურად მოქმედებს.რა დააშავა რონალდუმ როგორც ფეხბურთელმა ან როგორც პიროვნებამ რომ ყველასგან წიხლი ხვდება???მიდი და ისიამოვნე რა ტიპმა შრომით რამდენს მიაღწია და რა თქმა უნდა აქვს პრეტენზია რომ თქვას მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ვარო ის კ იარა საუკეთესოც ვარო რომ თქვას რა?გამოძებნა ამანაც დაბალი დონე თავისი აზრით :DDD რონალდუ რო სხეულს უვლის მაგ ასაკამდე შეიძლება ბევრს ღვიძლი დაეშალოს სირბილისგან.
აბგდ
15:48 30-08-2020
6
სად ლევანდოვსკი და სად ჩაინიკის თავი,დაანებეთ ბიძიკო როლანდოს თავი და სანამ თამაშობს დატკბით მისი ლამაზი ფეხბურთით,ლევანდოვსკის თავის ნიშა აქვს და მას ვერასოდეს გაცდება.
ნიანია ბაკურიანი
17:06 30-08-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული