ბუნდესლიგის მე-13 ტურში "ბაიერნმა" დაძაბულ მატჩში გასვლაზე "ბაიერი" 2:1 დაამარცხა, რომელიც იქამდე პირველ ადგილზე იყო.
მასპინძლები მე-14 წუთზე შიკმა დააწინაურა, 43-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3-ე წუთზე მანვე გამარჯვების გოლი გაიტანა. პოლონელი ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 12 შეხვედრაში 17 გოლია და საუკეთესო ბომბარდირია.
"ბაიერნი" 30 ქულით გალიდერდა - 1 ქულით "ბაიერი" და "ლაიპციგი" ჩამორჩებიან.