"ლევერკუზენის" ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ვაკო ყაზაიშვილსა და გურამ კაშიას "ვიტესში" წვრთნიდა, კომენტარი "ჩელსის" ნახევარმცველ კაი ჰავერცის შესახებ გააკეთა და ის ყოფილ შეგირდ ჰაკიმ ზიეჩს შეადარა.
"ვერ ვხვდები, რატომ იყიდა "ჩელსიმ" კაი. ვერ ვხედავ ნიშნებს იმისა, რომ ლამპარდს ესმოდეს, როგორ გამოიყენოს ის. კარგია, რომ ფრენკი მას პრესასთან იცავს.
მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ფეხბურთელმა შედეგი უნდა მოგცეს, გოლები გაიტანოს, შექმნას ისინი. თუ შენ სანაცვლოდ 100 მილიონი გადაიხადეს, უნდა თამაშობდე, ჰავერცი კი არ თამაშობს.
ჰავერცი ფორტეპიანოზე თამაშობს, ზიეჩი კი - ქუჩიდან.
თუ ჯარიმა დაინიშნება, ჰაკიმი მივა და დაარტყამს, ის ასეთია", - თქვა ბოშმა.
ჰავერცმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.