"ბაიერნი" თასიდან მეორე ბუნდესლიგის გუნდმა გამოაგდო[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის თასის მეორე რაუნდში "ბაიერნი" გასვლაზე პენალტების სერიაში მეორე ბუნდესლიგის "ჰოლშტაინ კილთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ძირითად დროში სტუმრები ორჯერ გაიჭრნენ წინ და მასპინძლებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება - ბოლოს 90+5-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ქვედალიგელებმა 6:5 იმარჯვეს.

ეს უკანასკნელი 17 წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც "რეკორდმაისტერი" თასიდან მეორე ბუნდესლიგის გუნდმა გამოაგდო. მაშინ "მაგდებურგმა" მოუგო.

მეკარე მანუელ ნოიერმა "ბაიერნში" 410-ე მატჩი ჩაატარა და ლოთარ მათეუსს დაეწია. რეკორდსმენი 700 მატჩით ზეპ მაიერია. ტომას მიულერმა მიუნხენური გუნდის ღირსება 555
-ჯერ დაიცვა.

კილი. "ჰოლშტაინ-შტადიონი"
ჰოლშტაინ-კილი - ბაიერნი 2:2 (პენ 6:5)
გოლები: 0:1 გნაბრი (14), 1:1 ბარტელსი (37), 1:2 სანე (47), 2:2 ვალი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული