გერმანული პედანტიზმი - "ბაიერნმა" მთელი ღამე აეროპორტში გაატარა

AutoSharing Option
ბუნდესლიგაზე "ჰერტას" დამარცხების (1:0) შემდეგ "ბაიერნი" დოჰაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს, მაგრამ ეს დროულად ვერ მოახერხა.

არსებული წესების თანახმად ბერლინის აეროპორტიდან 00:00 საათიდან 05:00 საათამდე გაფრენა არ შეიძლება, "ბაიერნმა" კი 30 წამით დააგვიანა. ამის გამო რეისი გადაიდო და მთელმა გუნდმა ღამე თვითმფრინავში გაათია.

"რეკორდმაისტერი" მხოლოდ 06:52 საათზე გაფრინდა და თანაც მიუნხენის გავლით, რადგან უძილო ღამის გამო ეკიპაჟის შეცვლა გახდა საჭირო. საბოლოოდ დანიშნულების ადგილზე "ბაიერნი" 09:15 საათზე გაემგზავრა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სადაც კანონი ყველასთვის ერთია!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
10:47 07-02-2021
2

სიახლეები პოპულარული