დათოვლილი "ალიანც არენის" მინდორზე "ბაიერნმა" "არმინიასთან" ფრეს მიაღწია - 3:3

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 21-ე ტურში "ბაიერნისა" და "არმინიას" მატჩი 3:3 დასრულდა.

მიუნხენში ისე თოვდა, რომ მოედანზე ხაზები არ ჩანდა და შესვენებამდე თამაში მსაჯმა ხაზების გასავლებად ორჯერ შეაჩერა, ერთ-ერთმა აუტსაიდერმა კი პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მეორე ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და ფრეს მიაღწიეს.

ამით შეწყდა "რეკორდმაისტერის" მოგებათა 7-მატჩიანი სერია, "არმინია" კი "ბაიერნთან" გასვლაზე 3 გოლის გამტანი ბუნდესლიგის მესამე ახალწვეული გუნდი გახდა.

"ბაიერნი" 49 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ლაიპციგს" 5 ქულით უსწრებს და 20 თებერვალს ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - არმინია 3:3
გოლები: 0:1
ვლაპი (9), 0:2 პიპერი (37), 1:2 ლევანდოვსკი (48), 1:3 გებაუერი (49), 2:3 ტოლისო (57), 3:3 დევისი (69)

მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა, პირველ ტაიმში ისე თოვდა, რომ არაფერი ჩანდა, მეორე ტაიმი კი ისე დაიწყო, თითქოს ნაწვიმარიც არ იყო, წააგავს ბათუმის სტადიონს
ზვიადი
11:10 16-02-2021
0

სიახლეები პოპულარული