ტომას მიულერი: გერმანული ფეხბურთის გამოღვიძების სურვილი მეუფლება

AutoSharing Option
31 წლის თავდამსხმელმა ტომას მიულერმა გერმანიის ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა, რომლის რიგებში 2018 წლის ნოემბრის შემდეგ არ უასპარეზია.

"ნაკრებში არგამოძახება ჩემთვის დარტყმა იყო. სპორტული თვალსაზრისით, ლიოვის წინადადება მივიღე. მივხვდი, რასაც გულისხმობდა. ახლა ყველაფერი წარსულშია. ყველაფერი ძალიან შეიცვალა.

ჰანს-დიტერ ფლიკმა "ბაიერნში" დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა. ამ ნდობის თამაშით გამართლებაა საჭირო. სანაკრებო პაუზებისას ჩემი სხეულისთვის დასვენება სასარგებლო იყო, ფსიქოლოგიურად და ოჯახისთვისაც. თუმცა საერთაშორისო ასპარეზეზე გერმანიის წარმოდგენა განსაკუთრებული პატივია. როდესაც ამ გუნდის დონეს ვხედავ, გერმანული ფეხბურთის გამოღვიძების სურვილი მეუფლება. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა
მაქვს", - ციტირებს მიულერს გერმანიის ფეხბურთის კავშირის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გვარდიოლა ლიგას ვეღარასოდეს მოიგებს ეს ნაღდია,მოიხნა ტვინი ამ ქაჯური ტიკტაკით,ინესტა ხავის გარეშე შედეგი ყველგან ნოლია,ასე რომ გვარდის დიდი მწვრთნელობის არასდროს მეჯერა
გულშემატკივარი
16 ივნისი 2021 01:40
0
ძალიან ვაფასებ ამ ბიჭს.იმედი მქონდა,მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი გოლებით,საუკეთესო გახდებოდა,მაგრამ ბოლო ჩემპიონატზე ნაკრები ძალიან ცუდად გამოვიდა,ამპლუაც შეუცვალეს და შანსი დაეკარგა.
სოსო
31 მაისი 2021 10:38
0
გვარდიოლამ გააფუჭა ეს ბიჭი კინაღამ, ფლიკი რომ არ მოსულიყო, მიულერი ახლაც გაურკვევლობაში იქნებოდა, კროოსი გაუშვა, შვაინშტაიგერი გაუშვა, დაშალა ფაქტიურად ბაიერნი ამ კაცმა, ბედზე ფლიკი გამოჩნდა, თორემ მიულერი დღეს აღარ იარსებებდა, გვარდიოლა უდაოდ დიდი მწვრთნელია, მაგრამ ერთფეროვანი და უინტერესოა მისი ტაქტიკა, ტუხელი, კლოპი, ფლიკი, აი ვინაა მაგარი.
31 მაისი 2021 13:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული