სალიჰამიდიჩის ინტრიგა - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მესისა და ჰოლანზე საუბრობს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიდიჩს, არ სჯერა, რომ კლუბს ლიონელ მესის გაფორმება არ შეუძლია, რადგან არგენტინელი ვარსკვლავის მიერ მოთხოვნილი ხელფასი დაუჯერებლად მაღალია.

მესიმ "ბლაუგრანას" რიგებში გატარებული მრავალწლიანი კარიერა დაასრულა და ახლა ახალ გუნდს ეძებს, "ალბისელესტეს" კაპიტნის გუნდიდან წასვლა კი ლა ლიგის ფინანსურ-სამართლებრივმა რეგულაციამ გამოიწვია. ამრიგად, ლეომ კატალონიური გიგანტი უფასოდ დატოვა...

"სამწუხაროდ, მესის გაფორმება შეუძლებელია" - ციტირებს Sport1 სალიჰამიდიჩს.

"ჩვენ მასთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. მესის "ბაიერნში" მოყვანა შეუძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრანსფერში თანხის გადახდა არ გიწევს".

თუმცა "რეკორდმაისტერის" სპორტულმა
დირექტორმა გუნდში ახალ ფორვარდთან დაკავშირებით პატარა ინტრიგა ჩააგდო:

"რა თქმა უნდა, ერლინ ჰოლანი ახალგაზრდა და ძალიან კარგი შემტევია. ამრიგად, შენ ყველა ვარიანტში მისთვის ყურადღების მიქცევა გიწევს. ნირვეგიელი უმაღლესი ხარისხის მოთამაშეა, გულშემატკივარს ის ძალიან უყვარს".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
შეეშვით მესის და მოასვენეთ ეს ადამიანი, ვახ ვინ ხართ თქვენი... ლაპორტ შენი გაიძვერა თავი.... მესის გიჟების მეტი არავინ გაუშვებდა. ამოგადენინებთ ამ ჩვენს გამწარებას.
რა ინტრიგებს ხლართავთ, რას ბოსებო.
12:30 09-08-2021
3
ბარტომეუმ ბარსელონა ძირიანად მოთხარა და ახლა ყველაფერი 0 დანაა დასაწყები.თანაც ფინანსები აღარ აქვთ.ლა ლიგის ხელმძღვანელობამ ჯერ რონალდო გაუშვა უბოდიშოდ და ახლა მესიც მიაყოლა.ლიგის რეიტინგი აქამდეც საკმაოდ დაცემული იყო,ახლა კი,კიდევ უფრო მკვეთრი ვარდნა ელის და ალბათ ფინანსური სიძნელეებიც იჩენს თავს.ორი ასეთი ბრენდის თითქმის განზრახ გასხვისება,რაღაც მიზანს ემსახურება და ლა ლიგას კარგს არაფერს მოუტანს.ნეტავი იმ დაწუნებული პროექტის წინ წამოწევაზე ხომ არ ფიქრობენ მავანნი?
სოსო
18:49 09-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული