ლევანდოვსკის "ოქროს ბუცი" გადასცეს

AutoSharing Option
"ბაიერნის" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის "ოქროს ბუცი" გადასცეს.

პოლონელმა გასულ სეზონში ბუნდესლიგის 29 მატჩში 41 გოლი გაიტანა და კარიერაში პირველად მიიღო ევროპის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი.

"მე ძალიან გახარებული ვარ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. მინდა ჩემს ოჯახს, პარტნიორებს, სამწვრთნელო შტაბსა და "ბაიერნს" მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერის გარეშე ამ ტიტულებს ვერ მოვიპოვებდი.

სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის დაფასება, მხარდაჭერა და უნდა ეცადო სხვებისთვის მისაბაძი იყო. აი, რატომ ვუძღვნი ამ ჯილდოს იმათ, რომლებიც ყოველდღე ჩემთან არიან.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც
ერთად მივაღწიეთ, როგორც ერთიანმა გუნდმა. დიდი მადლობა თქვენ", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
"ოქროს ბურთი"???
იქნებ ოქროს ბუცი?!
ჟორჟ სამპაიო
20:51 21-09-2021
0
ბურთი თუ ბუცი?
გია
19:52 21-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული