დღეს, 27 ნოემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში მე-13 ტურის მატჩები გაიმართა.
ცენტრალურ შეხვედრაში "ვოლფსბურგმა" "დორტმუნდს" უმასპინძლა, მატჩი ბორუსიელების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
მასპინძლები დებიუტშივე, მე-2 წუთზე ვოუტ ვეგორსტის გოლის წყალობით დაწინაურდნენ, ანგარიში ემრე ჩანმა 35-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა.
"ყვითლები" წინ 55-ე წუთზე დონილ მალენის გოლის წყალობით გავიდნენ, საბოლოო ანგარიში კი მე-80 წუთზე ერლინ ჰოლანმა დააფიქსირა.
სკანდინავიელი ფორვარდი თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო და საიუბილეო 50-ე შეხვედრაში 50-ე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გატანილი გოლის შემდეგ ნორვეგიელმა თითი ქალბატონისკენ გაიშვირა, მან კი საპასუხოდ ის რააკეთა, რაც
ვიდეოში ჩანს...
ამრიგად, 13 ტურის შემდეგ "ვოლსბურგი" 20 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 4 დეკემბერს, "მაინცის" წინააღმდეგ გამართავს.
"დორტმუნდი" 30 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ ტურში კი (იმავე 4 დეკემბერს) მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს.
"ჰოფენჰაიმი" "გროიტერ ფურტს" ესტუმრა და 6:3 დაამარცხა. თითქოს და ნაკლებ საინტერესო შეხვედრა შესანიშნავი გამოდგა.
მასპინძლები 22-ე წუთზე ჯემი ლეველინგმა დააწინაურა, ილას ბებოუსა (32) და ჯორჯინო რუტერის (40) გოლების წყალობით კი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს.
მე-2 ტაიმის დებიუტშივე, 46-ე წუთზე ტიმოტინ ტილმანმა ანგარიში გაათანაბრა, რასაც ჯორჯინო რუტერის (57), ილას ბებოუსა (62) და მარკო მეიერჰოფერის (66. ა.გ.) გოლები მოჰყვა...
"გროიტერის" შემადგენლობიდან ბრანიმირ ჰრგოტამ 67-ე წუთზე ჩამორჩენა 2 ბურთამდე შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი ილას ბებოუმ მე-80 წუთზე დააფიქსირა.
ასე და ამგვარად, 9 გოლიანი შეხვედრის შემდეგ "ჰოფენჰაიმი" 20 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 4 დეკემბერს, ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს.
"ფურტი" 1 ქულით ბოლო, მე-18 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში კი (იმავე 4 დეკემბერს) "ლევერკუზენს" ესტუმრება.