მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ ემოციებზე ისაუბრა.
"ჩემს გრძნობებზე რომ ვისაუბრო, გასული კვირა ძალიან რთული იყო. არ დავმალავ, ძალიან განვიცადე. თამაში მიჭირდა, ბედნიერების განცდა არ მქონია. ბედნიერი კი არა, პირიქით, უბედური ვიყავი.
რა დამაკლდა "ოქროს ბურთის" მოგებამდე?! რა თქმა უნდა, მესის უდიდეს პატივს ვცემ მისი თამაშის დონისა და მიღწევების გამო. თავად ის ფაქტი, რომ მის წინააღმდეგ ვიბრძოდი, წარმოდგენას უკვე ჩემს დონეზეც მაძლევს. ამას ვაფასებ და ამაყიც ვარ, მაგრამ სევდას ვგრძნობდი, რომელიც 1 ან 2 დღე
არ გაგრძელებულა. ის მახარებდა, რომ კვირის შუაში მატჩი არ გვქონდა.
მესის აღსანიშნავ წვეულებაზე არ მივუწვევივარ. მასთან საუბარი რთულია, ესპანურის გარდა სხვა ენა არ იცის, მე კი ესპანურად რამდენიმე სიტყვის თქმა შემიძლია, სულ ეს იყო. თითოეული ჩვენგანი ყურადღების დიდ ნაწილს საკუთარი ოჯახის წევრებს უთმობდა და ყველასთან გასაუბრება რთული იყო", - აღნიშნა პოლონელმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით