ზიულეს "დორტმუნდმა" მეტი შესთავაზა და გადაიბირებს კიდეც

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების 26 წლის მცველი ნიკლას ზიულე "ბაიერნიდან" "დორტმუნდში" გადავა, - იტყობინება Sport1.de.

ზიულეს "დორტმუნდი" ოთხსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს, მისი წლიური ხელფასი კი 10 მილიონი ევრო იქნება.

ზიულეს მიერ "ბაიერნის" დატოვების მიზეზი ისაა, რომ შეთავაზებული ახალი ხელშეკრულების მიხედვით, გასამრჯელოთი უკმაყოფილო დარჩა.

ცნობისათვის, ზიულეს ამჟამინდელი ანაზღაურება 6 მილიონია.

ამ სეზონში მან ბუნდესლიგის 19 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული