გასულ სეზონში 33 წლის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ "ბაიერნში" 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა და განაცხადა, რომ გუნდის გამოცვლა სურს. მისი შეძენა "ბარსელონას" უნდა.
"ბაიერნის" პრეზიდენტმა გერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ პოლონელის გაყიდვას არ აპირებენ.
"ლევანდოვსკი საუკეთესოდ თამაშობს. რატომ უნდა გავყიდოთ? მის შემცვლელს ვერ ვიპოვით, გოლების ასე სტაბილურად გამტანი ფეხბურთელი სხვა არავინაა.
ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ: კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ბოლომდე აქ დარჩება", - ციტირებს ჰაინერს Tz.
ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ: კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ბოლომდე აქ დარჩება", - ციტირებს ჰაინერს Tz.