"ბაიერნის" გასახდელში სიტუაცია იძაბება - ლევანდოვსკის თანაგუნდელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მოთამაშეები რობერტ ლევანდოვსკის საქციელებით იმედგაცრუებულნი არიან.

The Athletic-ის ცნობით, პოლონელმა გუნდის დატოვების შესახებ თანაგუნდელებს რამდენიმე თვის წინ აცნობა, ასე რომ მათთვის ფორვარდის გადაწყვეტილება სიახლე არ ყოფილა.

თუმცა კლუბის წევრები ლევანდოვსკის საჯარო ინტერვიუებისა და გუნდისადმი უპატივცემულობის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ.

შეგახსენებთ, შემტევს კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ბარსელონაში" სურს, კატალონიელებმა მის სანაცვლოდ მეორე 40 მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა "რეკორდმაისტერი" 50 მილიონ ევროს ითხოვს და პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბაიერნისთვის ფული პრობლემა არ არის, აქ სხვა რამეა რაზეც გიჟდებიან. თავის ნომერ პირველ ფეხბურთელს წასვლა უნდა დალაგებულ დავარცხნილი გუნდიდან არეულ ფინანსურ კრიზისში მყოფ გუნდში, ვერ ინელებენ ბარსა ესეთ სიტუაციაშიც რო უფრო მიმზიდველია ვარსკვლავებისთვის ვიდრე დალაგებული ბაიერნი.
barca
19:22 25-06-2022
6
რა გაუმაძღრონაა და რა ღორობაა @ 35 წლის ფეხბურთელში 40 მილიონს(!!) უხდიან და მაინც მეტი უნდათ @(რონალდუ 30 მილიონად გაყიდა იუვემ) საერთოდ აღარ უნდა ითამაშოს ლევანამ იმ ღორების გუნდში !
zura222
16:23 25-06-2022
12

სიახლეები პოპულარული