Bild–მა "ბაიერნის" ფეხბურთელთა ხელფასები გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი "ბაიერნის" ფეხბურთელების ხელფასებს ასაჯაროებს.

მიუნხენელთა რიგებში ყველაზე მეტს გუნდის სენეგალელი ახალწვეული სადიო მანე გამოიმუშავებს (22 მილიონი ევრო).

მანუელ ნოიერის ანაზღაურება 21 მილიონი ევროა, ტომას მიულერის - 20,5, ხოლო ლეროი სანე 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

"რეკორდმაისტერის" კიდევ ერთი ახალწვეული მატიას დე ლიხტი მე-8 პოზიციაზე გახლავთ და მისი ხელფასი 16 მილიონი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ არის ჩვენი განსასჯელი,რაკი იხდიან შოუში, ეტყობა ღირს ამდენი, პროფესიონალ სპორტსმენს სულ რამდენიმე აქტიური წელიწადი აქვს, როცა შეიძლება ამდენი გამოიმუშავოს. კითხვაზე პასუხი: ჩვენ სადა ვართ? ცალსახაა-პროფესიონალიზმი გვაკლია ყველგან. თავი ვანებოთ სხვისი ფულების თვლას.
შალვა
19:58 06-08-2022
0
საიდან ამდენი ფულები ან რაში.20 მილიონი წელიწადში წარმოგიდგენიათ?თან ბაიერნში,რომელიც ყველაზე ხელმომჭირნედ მიიჩნევა გრანდებში.პსჟ-ში და სიტიში რა ხდება წარმომიდგენია.ეს ფეხბურთი აღარაა უკვე,22 ბიზნესმენი გადის სათამაშოდ.აბსურდამდე დავიდა მსოფლიო.ჩვენ კი სად ვართ ნეტა?უკანალიც აღარ ქვია უკვე იმას სადაც ვართ
master
13:03 06-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული