"ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა" - ალეს კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება მოუწევს

AutoSharing Option
"დორტმუნდის" ფორვარდ სებასტიან ალეს კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება მოუწევს. ამის შესახებ საზოგადოებას თავად ფეხბურთელმა საკუთარი Twitter-ის მეშვეობით აცნობა.

"თავიდანვე დაგეგმილი იყო, რომ ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტი იქნებოდა განხილული.

გაცნობებთ, რომ ბრძოლა ჩემთვის ჯერ არ დასრულებულა. კიდევ ერთი ოპერაცია მჭირდება, რათა სიმსივნე საბოლოოდ მოვიშორო და ფეხბურთის თამაში განვაგრძო.

მინდა ყველას, ვინც ამ განსაცდელში გვერდში მიდგახართ, მადლობა გადაგიხადოთ. მოუთმენლად ველი თითოეულ თქვენგანთან შეხვედრას", - დაწერა ალემ.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ალეს სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და მან ერთი
ოპერაცია უკვე გაიკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული