გერმანელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ გუნდში გადასვლაც სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.
"პარტენოპეისა" და "როსონერის" შემცილე პრემიერლიგის ბინადარი "ლესტერი" ეყოლება, რომელიც თავის მხრივ ფეხბურთელს საკუთარ რიგებში იწვევს.
დაჰუდი "დორტმუნდში" 2017 წელს "გლადბახიდან" გადავიდა. ის ხშირად ტრავმიანობს, ძირითადი შემადგენლბის წევრი აღარაა და მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაზე მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.