თუ 30 ივნისამდე "ბარსელონამ" 18 წლის ნახევარმცველი გავი ძირითადი გუნდის ფეხბურთელად ვერ დაარეგისტრირა, ის თავისუფალი აგენტი გახდება და კლუბის გამოცვლა შეეძლება.
Sky Sport Deutschland-ის მტკიცებით, არაა გამორიცხული, შექმნილი სიტუაციით "ბაიერნმა" ისარგებლოს და გავი ხელში ჩაიგდოს.
"ბაიერნი" 100%-ით საქმის კურსშია, მაგრამ ჯერ კონტაქტი არ ყოფილა. შესაძლოა, მომავალში ჩვენ რაღაც გველის, თუმცა ჯერ არავითარი მოლაპარაკება არ გამართულა", - განმარტა ვითარება ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა.
გავიმ ამ სეზონში ლა ლიგის 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.