მათეუსი: კეინი "ბაიერნისთვის" ძალიან ასაკოვანი და ძვირია, ოსიმენი მიესადაგება

AutoSharing Option
ლეგენდარულ ლოთარ მათეუსს მიაჩნია, რომ "ბაიერნს "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინის ტრანსფერის გაჩარხვა არ უღირს.

"ახალი ფორვარდის გამოჩენას მოუთმენლად ველი. "ნაპოლიში" სენსაციურად თამაშის შემდეგ ყველა ვიქტორ ოსიმენზე საუბრობს. არავინ იცის, გამოუვა თუ არა იგივე მიუნხენში, მაგრამ ვფიქრობ, გუნდს კარგად მიესადაგება.

რანდალ კოლო მუანის, შესაძლოა, ცოტა მეტი სივრცე დასჭირდება, რაც როგორც წესი, აქვს "ბაიერნის" თავდამსხმელს, თუმცა საჯარიმოშიც კარგად მოქმედებს და მიუნხენში თამაში შეეძლება.

ჩემი აზრით, ჰარი კეინი ძალიან ასაკოვანი და ძალიან ძვირია. ფასსა და ხარისხს შორის შესაბამისობა ნიკლას ფიულკრუგის სასარგებლოდ მეტყველებს. სავარაუდოდ,
მისი შეძენა 25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი და მიუნხენში 25 გოლს გაიტანს. "ვერდერში" უკვე 20 გაიტანა.

ალბათ, მოუწევთ აღიარება, რომ დაგეგმვისას ყველაფერი იდეალურად არ გააკეთეს. რატომ შეკრიბეს დაცვა მეოთხედ მილიარდ ევროდ იმის ნაცვლად, რომ შეტევაში ვიღაც ერლინ ჰოლანის მსგავსი დაემატებინათ? მხოლოდ წარმოიდგინეთ, ოთხშაბათს მან წითელ და არა ცისფერ ფორმაში რომ ითამაშოს", - დაწერა მათეუსმა თავის სვეტში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა 2-3 წელში ოსიმენი საერთოდ ვინმეს თუ ემახსოვრება , რაღაც არ მჯერა ამისი ვარსკვლავობის ,მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ კარგი გამტანია
მა არაა?
21:37 18-04-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული