გერმანელი კიპერის მიზანია 2-3 კვირაში მსუბუქი ვარჯიში დაიწყოს. თუ უახლოეს მომავალში გართულებები არ იქნება, ის შესაძლოა, "ბაიერნის" გენერალურ ჯგუფში ივლისში დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, გერმანიის ნაკრების მეკარე გასული წლის დეკემბერში დაშავდა. ნოიერმა შვებულებაში თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და მის შემცვლელად "რეკორდმაისტერმა" "გლადბახიდან" იან სომერი შეიძინა.