დრამა ბუნდესლიგაში - "დორტმუნდმა" ჩემპიონის ტიტული ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ბოლო ტურში „დორტმუნდი“ საკუთარ მოედანზე „მაინცს“ დაუზავდა (2:2), "ბაიერნმა" სტუმრად "კიოლნს" 2:1 სძლია და ოცდამეცამეტედ გახდა ჩემპიონი.

2012 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად „დორტმუნდს“ საკუთარ მოედანზე  „მაინცის“ დამარცხება სჭირდებოდა, უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა თავდამსხმელმა ალერმა პენალტი ვერ გამოიყენა, მალენმა კი ბურთი ძელს გაარტყა.

შესვენების შემდეგ „დორტმუნდი“ ისევ გადავიდა შეტევაზე და გერეირომ ანგარიში შეამცირა, ალერის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კომპენსირებულ დროში ზიულემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ფრე "ბორუსიისთვის" დამარცხების ტოლფასი აღმოჩნდა.

„ბაიერნი“ გასვლაზე „კიოლნთან“ კომანმა დააწინაურა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სანეს გოლი არ ჩაუთვალეს, 81-ე წუთზე ლიუბიჩიჩმა თერთმეტმეტრიანით თანაფარდობა აღადგინა, ბოლოს კი მუსიალამ ბავარიულ გუნდს გამარჯვება და ჩემპიონობა მოუპოვა.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - მაინცი 2:2
გოლები: 0:1 ჰანჩე-ოლსენი (15), 0:2 ონისივო (24), 1:2 გერეირო (69), 2:2 ზიულე (96)
გამოუყენებელი პენალტი: ალერი (19, დორტმუნდი)

კიოლნი. „რეინენერჯიშტადიონი“
კიოლნი - ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 კომანი (8), ლიუბიჩიჩი (81, პენ), 1:2 მუსიალა (89)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს მართლა რანაირი სისულელე იყო, 30 წუთზე 0:2 ს აგებ და როისი ბოლოში შემოყავს და ბელიმგემი საერთოდ არა, როცა ორივე სასტარტოში უნდა ყოფილიყო... რა მაფია იყო ვერ მივხვდი
რა მაფიაა?
21:17 27-05-2023
1
ამას მოხერხება უნდა! რა იპროფესორა, რა უნდოდა დორტმუნდის მწვრთნელს ვერ გავიგე. ბელინგემის სკამზე, როისი სკამზე და ვიღაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ძირითადში! ბელინგემს ტრავმა თუ ქონდა რას შეიყვანეს განაცხადში, ან თუ ტრავმა არ ქონდა რატო არ დაიწყო ძირითადში, ან როისსს რომ სკამზე დატოვებ, ასეთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ თამაშში, ვინ დააყენა უკეთესი ან უფრო გამოცდილი, ტექნიკური? დღესვე გასაგდების ტრენერი ასეთი უაზრობისთვის, პირადად წააგო ტიტული და კარგ დღეს არ დამართებენ ბორუსიას ფაბენი!
მურთო
19:48 27-05-2023
1

სიახლეები პოპულარული