"ნაპოლის" მცველ კიმ მინ ჯეს "ბაიერნის" წარმომადგენლებმა სამხრეთ კორეაში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს, მიუნხენურმა კლუბმა კი მისი კონტრაქტი 50 მილიონ ევროდ გამოისყიდა, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ახლა "ბაიერნი" კიმ მინ ჯეს ხელშეკრულებას გაუფორმებს.
მან სამშობლოში სამხედრო სამსახური დაასრულა, გუშინ თანანაკრებელი კვონ ჩან ხუნის ქორწილში იყო, სადაც თავის გულშემატკივართან, იუთუბერ ჩონ ი სუსთან ეს სურათი გადაიღო.