"ბაიერნის" დირექტორი: კიმ მინ ჯეს მალე წარმოგიდგენთ

AutoSharing Option
"ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა იან-კრისტიან დრიზენმა "ნაპოლის" მცველის, კიმ მინ ჯეს მომავალ ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი:

"კიმ მინ ჯე შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ გვინდა შემოგვიერთდეს. მეტს ვერაფერს დავამატებ. იმედია, ეს უახლოეს დღებში მოხდება. ვფიქრობ, ეს საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება. მას მალე "ბაიერნის" ფეხბურთელად წარმოგიდგენთ".

გასული წლის ზაფხულში "ფენერბახჩესგან" 18 მილიონ ევროდ შეძენილი კორეელის სანაცვლოდ "ნაპოლი" 50 მილიონს მიიღებს. ვერაფერს იტყვი, იცის თავისი საქმე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მეეჭვება,კიმის წასვლის შემთხვევაში,ნაპოლის უკანა ხაზი,ძველებურად საიმედო დარჩეს და გუნდს,შემტევი პოტენციალიც მოაკლდება!ძალიან მაგრად ჩაატარა,სეზონი!
სოსო
10:23 18-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული