ნოიერს სერიოზული პრობლემა აქვს - ეს მამარდაშვილისთვის შანსია?

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, "ბაიერნის" ტრავმირებული მეკარე მანუელ ნოიერი უკეთეს შემთხვევაში კიდევ 8-10 კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

გამოცემა იტყობინება, რომ რამდენიმე დღის წინ ნოიერმა ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ თავს დამაჯერებლად ვერ გრძნობს, ფრთხილობს, ნახტომების გაკეთებას ერიდება, პრობლემა აქვს ბურთზე დარტყმისას და გადაცემის გაკეთებისას.

აღნიშნულია, რომ მანუელი ტრავმირებულ მარჯვენა ფეხს საყრდენად ხმარობს, მარცხენა ფეხით ბურთზე დარტყმისას კი პრობლემები ექმნება.

"ბაიერნმა" მეკარე იან ზომერი "ინტერს" მიჰყიდა, მხოლოდ 35 წლის სვენ ულრაიხის იმედზეა, რომელმაც "მონაკოსთან" ამხანაგურ მატჩში (4:2) თავი კარგად წარმოაჩინა. "ბილდი" წერს, რომ ვიდრე
ახალ მეკარეს არ შეიძენენ, კარს ულრაიხი დაიცავს.

ადრე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენური კლუბი გიორგი მამარდაშვილითაა დაინტერესებული, მაგრამ "ვალენსიას" მიერ მოთხოვნილი 30 მილიონი ევროს გადახდა არ უნდა. პრიორიტეტული ახლა მათთვის "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენაა, რასაც ვერ ახერხებენ. ამასობაში მეკარის პოზიციაზეც წარმოექმნათ პრობლემა. უცნობია, როდის დაბრუნდება ნოიერი და როდესაც დაბრუნდება, როგორ ფორმაში იქნება. ამან კი შეიძლება მამარდაშვილის ტრანსფერი უფრო აქტუალური გახადოს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ ვაკნინებ მამარდაშვილის კლასს და მის თამაშს,მაგრამ ბაირნს რად უნდა მამარდა, რომელსაც ერთი პენალტიც არ აქვს აღებული და 30მლნ-ს უფასებენ? მესმის რომ მარტო პენალტის აღება არაა მთავარი, მაგრამ ის ხომ ფაქტია რომ ბევრად ნაკლებ ფასად შეიძლება უკეთესი მეკარის პოვნა ბაიერნისთვის, თან ყველამ ვიცით რომ ყოველ წელს პრეტენზია აქვს ლიგის მოგებაზე და ასევე ყოველთვის ერთერთი ფავორიტია.
დავით 67
09 აგვისტო 2023 17:25
0
კარგით რა ხალხო დაეშვით მიწაზე, რაის ნოიერია შემცვლელი. ჯერ ადრეა, ჯერ უნდა ისწავლოს კიდე ბევრი რამ და მერე იფიქრონ ბაიერნის დონის გუნდზე. ძალიან ბევრი რამ აქვს დასახვეწი და სასწავლი. პენალტების აღება არ იცის, ფეხით თამაში არ იცის(რაც ნოიერს სასწაულად შეუძლია) გამოსვლაზე თამაში არ იცის. და ესეე ამხელა გრანდში არავინ მიუშვებს თუ არ დახვეწა ეს ყველაფერი. ჯეეერ ადრეა!
მურთო
09 აგვისტო 2023 17:06
0
მართალია, იქნებ, ჯერ ბავშვის თავი მაინც გამოჩნდეეეს და მერე ვიფიქროთ... მანამდე კი მამარდაამ გამოსვლებზე ივარჯიშოოს...
გიორგი 50
09 აგვისტო 2023 10:43
0
ულრიხმა ჩემი მტრის კარები დაიცვას. მაგის წესივრად ნათამაშები მე არ მახსოვს ბაიერნში. რომ წაიყვანონ მამარდა, ვატყობ ნოიერი ისეთ მდგომარეობაშია არ მიასუნინებს ძირითადს ჩვენი მამარდა.
G.LA
09 აგვისტო 2023 08:33
2
კეპას ყიდვა უნდათ "ჩელსიდან", როგორც Bild-ი იწერება...
დათო
09 აგვისტო 2023 07:29
1
დაიწყო ახალი სერია.
ჯუჯი
09 აგვისტო 2023 00:31
1
არ გეწყინოთ , დიდ პატივს გცემთ, მაგრამ კი დაგვღალეთ ამ ბაიერნის მეკარის პრობლემით რა
გ.შ.
08 აგვისტო 2023 22:47
2
ე ბიჭო, იქნება და მოხდეს მოსახდენი. ზედგამოჭრილი იქნებოდა ბაიერნი გიორგისთვის!
ლაშა
08 აგვისტო 2023 22:29
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული