კეინმა პირველი ბუნდესლიგური გოლი გაიტანა - "ბაიერნმა" მარტივად მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პირველ ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ბრემენის "ვერდერი" სტუმრად 4:0 დაამარცხა.

მე-4 წუთზე ანგარიში ლეროი სანემ გახსნა, 74-ე წუთზე ჰარი კეინმა პირველი ბუნდესლიგური გოლი გაიტანა, 90-ე წუთზე ლეროი სანემ სხვაობა სამბურთიანი გახადა, 90+4 წუთზე კი მატის ტელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"რეკორდმაისტერი" მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს, "აუგსბურგთან" გამართავს.

"ვერდერი" 26 აგვისტოს "ფრაიბურგს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული