09:00 03-09-2023
5 მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა - "ბაიერნმა" "გლადბახი" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
"რეკორდმაისტერს" "გლადბახთან" 5 მატჩიანი მოუგებელი სერია (იგულისხმება თასის მატჩიც) დაასრულა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 30-ე წუთზე იტაკურამ საკუთარი გუნდი დააწინაურა. სხვაობა 55-ე წუთზე ლეროი სანემ იოზუა კიმიხის შესანიშნავი პასით აღადგინა.
"ბაიერნი" მეტოქის კართან შეტევებს აგრძელებდა, რამაც შედეგი გამოიღო და 87-ე წუთზე მატის ტელმა გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.
ამრიგად, "ბაიერნს" მიმდინარე სეზონში 3-დან 3 მოგება აქვს და "ლევერკუზენთან" ერთად 1-ელ ადგილს იყოფს, "გლადბახი" კი 2 მარცხითა და 1 ფრით მე-15 ადგილზეა.
ტუხელის გუნდი მორიგ მატჩს 15 სექტემბერს სწორედ "ლევერკუზენის" წინააღდეგ გამართავს, "გლადბახი" 17 სექტემბერს "დარმშტადს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
![](/images/new_photo/rss/ipn_rss_big.jpg)
![](/images/new_photo/rss/palitra_logo.png)
![](/images/new_photo/rss/rss_hotsale_logo.png)
სიახლეები
პოპულარული
![](/images/new_photo/rss/palitratv_sp.png)