5 მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა - "ბაიერნმა" "გლადბახი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მე-3 ტურში "გლადბახმა" "ბაიერნს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

"რეკორდმაისტერს" "გლადბახთან" 5 მატჩიანი მოუგებელი სერია (იგულისხმება თასის მატჩიც) დაასრულა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 30-ე წუთზე იტაკურამ საკუთარი გუნდი დააწინაურა. სხვაობა 55-ე წუთზე ლეროი სანემ იოზუა კიმიხის შესანიშნავი პასით აღადგინა.

"ბაიერნი" მეტოქის კართან შეტევებს აგრძელებდა, რამაც შედეგი გამოიღო და 87-ე წუთზე მატის ტელმა გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.

ამრიგად, "ბაიერნს" მიმდინარე სეზონში 3-დან 3 მოგება აქვს და "ლევერკუზენთან" ერთად 1-ელ ადგილს იყოფს, "გლადბახი" კი 2 მარცხითა და 1 ფრით მე-15 ადგილზეა.

ტუხელის გუნდი
მორიგ მატჩს 15 სექტემბერს სწორედ "ლევერკუზენის" წინააღდეგ გამართავს, "გლადბახი" 17 სექტემბერს "დარმშტადს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული