გერმანიის ნაკრებმა ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო, 1 ფრედ დაასრულა და მისი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გადააყენეს.
ფლიკი გერმანიის ნაკრებს 2021 წელს ჩაუდგა სათავეში და გუნდი მისი ხელმძღვანელობით 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდა.
საფრანგეთთან მომავალ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი უხელმძღვანელებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული გუნდის მწვრთნელად იულიან ნაგელსმანს დანიშნავენ.