ბონუჩი, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებდა, შესაძლოა, 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

AutoSharing Option
La Repubblica-ს ცნობით, ბერლინის "უნიონის" 36 წლის მცველი ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა, 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

მოგეხსენებათ, ვეტერანი უკანახაზელის ყოფილი თანაგუნდელ ნიკოლო ფაჯიოლის ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა 13 ოქტომბერს აღიარა ფსონების განთავსება, რის გამოც შესაძლოა, მინიმუმ 3 წლით ფეხბურთის თამაში აეკრძალოს და ამასთანავე, 25 000 ევროს გადახდაც მოუწიოს.

იკითხავთ, რა შუაშია აქ ბონუჩიო... ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, იტალიის პოლიციამ ფაჯიოლის ტელეფონის შემოწმების შემდეგ დაადგინა, რომ მისი ფსონების განთავსების ამბავი სწორედ ბონუჩიმა
და "იუვენტუსის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა იცოდნენ.

ფეხბურთელები ვალდებულნი იყვნენ ამის შესახებ
ეცნობებინათ იტალიის ფედერალური პროკურატურასთვის. ბონუჩიმ ეს არ გააკეთა - ახლა მას მინიმალური ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ინფორმაციისთვის, ვეტერანი მცველი კარიერის დასრულებას მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული