გერმანიის თასის მეორე რაუნდში "ბაიერნი" სტუმრად მესამე ლიგის "საარბრიუკენთან" 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
გადამწყვეტი გოლი მასპინძელთა მცველმა მარცელ გაუსმა მანუელ ნოიერს ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაუტანა.
. ასეთი დაბალი დივიზიონის კლუბთან "ბაიერნმა" მარცხი 23 წლის შემდეგ პირველად განიცადა.
. ამით ყველა ტურნირზე "ბაიერნის" 13-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
. მიუნხენური გუნდის მცველმა მატეის დე ლიხტმა მე-19 წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
საარბრიუკენი. "ლიუდვიგსპარკშტადიონი"
საარბრიუკენი - ბაიერნი 2:1
გოლები: 0:1 მიულერი (16), 1:1 ზონტგაიმერი (45+1), 2:1 გაუსი (90+6)