ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

AutoSharing Option
78 წლის ასაკში გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა.

ბეკენბაუერი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იყო, "ბაიერნის" შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, შემდეგ მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა.

ის ორჯერ გახდა "ოქროს ბურთის" მფლობელი და ოთხჯერ გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი. მან ყველა ტურნირზე 620 მატჩში 74 გოლი გაიტანა და 75 საგოლე პასი გააკეთა, გერმანიის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 103 მატჩში 14 გოლია.

"კაიზერ ფრანცი" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა. ხშირად მოიხსენიება ფეხბურთელად, რომელმაც ლიბეროს პოზიცია
"მოიგონა".

უკანასკნელ წლებში ბეკენბაუერს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გადაიტანა ინფარქტი, გულზე ოპერაცია გაუკეთეს და პარკინსონის
დაავადება ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
აი ნამდვილი პროფესიონალი ვინ იყო
1
საოცარი ფეხბურთელი იყო.ნოვატორი.კრუიფის გვერდით იდგა.
სოსო
21:41 08-01-2024
1

სიახლეები პოპულარული