იოზუა კიმიხმა პსჟ-ში გადასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა გერმანულ მედიასთან კომენტარი პსჟ-ის დაინტერესებაზე გააკეთა. 

"სიმართლე გითხრათ, მე სრულად ორიენტირებული "ბაიერნში" თამაშზე ვარ. ჩემთვის ზამთარში კლუბის შეცვლა მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი არ არის. ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე კლუბი ჩემთან ერთად ამ თემას გაანალიზებს, დავსხდებით და ვისაუბრებთ. ყველაფერს, რისი განხილვაც საჭიროა, ერთად განვიხილავთ და არა მედიასთან" - განუცხადა კიმიხმა Sky Sport Germany-ს. 

მიმდინარე კვირაში სხვადასხვა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 წლის ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა პსჟ-ის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს სურდა. აღინიშნა ისიც, რომ ფრანგული გრანდი მზადაა
"ბაიერნს" კიმიხის სანაცვლოდ სოლიდური თანხა და მცველი ნორდი მუკიელე შესთავაზოს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუცაიდერ და ფულის საჭრელ პსჟში რატომ უნდა გადავიდეს გრანდიდან?)
dato
13 იანვარი 2024 16:39
5
psj autsaideri romel gatamashebashi naxe chkuis kolofo?? gasagebia ro baierni grandia magram psj aranairad ar ari autsaideri arsad mat shoris ertmanettan tamasshic
gel-100
14 იანვარი 2024 11:25
1

სიახლეები პოპულარული