ურთიერთობა 12 წლით უმცროს მამაკაცთან - გერმანიის ნაკრების ვეტერანი წევრის ყოფილი მეუღლე ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს ხვდება

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, "აუგსბურგის" 25 წლის ნახევარმცველ არნე მაიერს სასიყვარულო ურთიერთობა "დორტმუნდისა" და გერმანიის ნაკრების ვეტერან მეკარე რომან ვაიდენფელერის ყოფილ მეუღლე ლიზა როზენბახთან აქვს.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის სხვაობა 12 წელია და ფეხბურთელი თავის საყვარელ ქალბატონზე უმცროსი საგრძნობლად გახლავთ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, მაიერმა და როზენბახმა ურთიერთობა 2023 წლის ბოლოს დაიწყეს და მხოლოდ ახლა ღიად გამოაცხადეს, რომ ისინი წყვილი არიან.

ლიზა ვაიდენფელერს 12-წლიანი ქორწინების შემდეგ გასული წლის მაისში გაშორდა. მათ ერთმანეთთან ორი შვილი აკავშირებთ.

რაც შეეხება მაიერს, ის ბერლინის "ჰერტას" აღზრდილია,
ასევე თამაშობდა ბილეფილდის "არმინიაშიც", ახლა კი "აუგსბურგის" ფორმას ირგებს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან მნიშვნელოვანი სტატიაა. ასეთები არ გამოგვაპაროთ ხოლმე რა
zuka
12:24 08-05-2024
2
ჩვენ რა ვქნათ სანთელი დაუჭიროთ???
მეტი საქმე არ გაქვთ????
ოღონდაცა რააააააა???
17:24 08-05-2024
0

სიახლეები პოპულარული