ოფიციალურად: "ლევერკუზენმა" 27 წლის ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "ლევერკუზენმა" გვაუწყა, რომ გუნდმა ლიგა 1-ის ბინადარი "რენიდან" 27 წლის ფრანგი ფორვარდი მარტინ ტერიე დაიმატა და მას კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

ტრანსფერის ღირებულებამ 22 მილიონი ევრო შეადგინა. ტერიემ გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 24 მატჩში ითამაშა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მას კარიერის განმავლობაში, "რენის" გარდა, "ლიონში", "სტრასბურგსა" დაა "ლილში" უასპარეზია.


მკითხველის კომენტარები / 1 /
თეთრ პიჯაკში კისლინგია?
ბმბ
13:19 19-07-2024
1

სიახლეები პოპულარული