ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა ნუსამ დანი ოლმო უნდა შეცვალოს

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა "ლაიფციგმა" გვაუწყა, რომ "ბრიუგედან" 19 წლის ნორვეგიელი შემტევი ანტონიო ნუსა შეიძინა.

გარიგების საფასურმა 28 მილიონი ევრო შეადგინა, ახალგაზრდა ფეხბურთელთან კი შრომითი ხელშეკრულება 5 წლით გაფორმდა.

ანტონიომ ახალ კლუბში დანი ოლმო უნდა შეცვალოს, ვინაც თავის მხრივ რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" მიაშურა.

ნუსა ქართველ გულშემატკივარს ალბათ კარგად ახსოვს. 2023 წლის სექტემბერში ის ოსლოში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, სადაც ნორვეგიელებმა 2:1 დაგვამარცხეს, ძირითადში იყო და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა, მთელი მატჩის განმავლობაში კი ძალიან აქტიური იყო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ა ბატონო სულ არ ყოფილა ეს კაცი ევროზე, მარა მპოვნელებმა მაინც იპოვეს, ჩვენ ვითომ გადავრიეთ ევროპა, მარა მაინც ვერავინ გვპოულობს.დ
ეეე
14:04 14-08-2024
3
ისე ამ კაცმა რა ათრია გოჩოლეიშვილი! მახსოვს შეცვალეს გოჩო მამუჩაშვილით და მამუჩა კი ბევრად ტოლ სწორად ეთამაშა .
Რერო
17:57 14-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული