გვარდიოლა სერხიო ბუსკეტსს "მანჩესტერ სიტიში" იწვევს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მისი ყოფილი შეგირდის, "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის შეძენით დაინტერესდა. ამ ინფორმაციას კატალონიელი სპორტული ჟურნალისტი სერჟი ესტებანი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" მზად არიან, 29 წლის ფეხბურთელს წელიწადში 8.3 მილიონი ევრო გადაუხადონ. ტრანსფერის თანხაზე კი არაფერია ნათქვამი.

"ბარსელონამ" რომ ბუსკეტსი თავისი ნებითი გაუშვას, ეს თითქმის გამორიცხულია. გუშინ, კატალონიელთა მხარდამჭერთა კლუბების კონგრესზე სიტყვით გამოსვლის დროს, ხოსეპ მარია ბართომეუს გულშემატკივრებმა უსტვინეს. ამის მიზეზი ნეიმარის კლუბიდან წასვლაა. ამას ბართომეუს უნდობლობის საკითხის შესაძლო აღძვრაც ემატება და ძნელი გამოსაცნობი არაა,
რომ პრეზიდენტი გუნდის კიდევ ერთ ვარსკვლავს არავითარ შემთხვევაში არ დათმობს.

თუ "ბარსამ" ბუსკეტსის გაყიდვა მართლაც კატეგორიულად იუარა, "სიტის", მიზნის მისაღწევად, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, 200 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ეს ესპანეთში საამაყო საქციელად არ ითვლება და ძნელი წარმოსადგენია, გვარდიოლამ თავის მშობლიურ კლუბთან ურთიერთობის გაფუჭება გარისკოს, თუნდაც თავის დროზე მის მიერ აღმოჩენილი ბუსკეტსის გამო.

- რა ღირს "ბარსელონასა" და "რეალის" ვარსკვლავების გამოსყიდვა?
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბართოლომეუს ამბავი არ ვიცი, მაგრამ ისინი ვინც ბარსაში სატრანსფერო პოლიტიკაზე არიან პასუხისმგებლები, ისინი, რომ სახლში არიან გასაშვები, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. 3 წლის წინ ნეიმარის ყიდვის მერე, ამხელა გრანდს არც ერთი ნორმალური ტრასფერი არ განუხორციელებია! იგივე მდგომარეობაა წელს, პლუს ნეიმარი მოაკლდა. სამწუხროდ უნდა ვაღიარო, რომ ამ ფონზე ბარსას პერსპექტივები წელს საკმაოდ ბუნდოვნად მეჩვენება:(
ბიკენტი
10:59 09-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული