"არსენალსა" და "პუმას" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა კიდევ 2 წელი აქვს, მაგრამ ბრიტანელი ჟურნალისტების ცნობით, ლონდონელები აპირებენ ხელშეკრულება შეცვალონ. მათი მაისურების შეკერვა კი "ადიდასს" დაევალება, რომელიც "მეთოფეებს", რეკლამის სანაცვლოდ, წელიწადში 66 მილიონ ევროს გადაუხდის.
"ადიდასის" წარმომადგენლებს სურთ, მათი კომპანია ერთ ლონდონურ გრანდს მაინც მოსავდეს, რადგან "ჩელსისთან" და "ტოტენჰემთან" კონტრაქტი მთავარ კონკურენტს, Nike-ს აქვს გაფორმებული.
კომპანია "ადიდასი" 1949 წელს, ადოლფ დასლერმა დააარსა. ერთი წლით ადრე