კოლო ტურემ თამაშს თავი დაანება და მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
კოტდივუარელმა მცველმა კოლო ტურემ გლაზგოს "სელტიკში" უკანასკნელ სეზონში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 36 წლის ასაკში ბუცები ლურსმანზე ჩამოაკონწიალა და უცბად მწვრთნელი გახდა. მას ადრევე დაუჭერია თადარიგი, უეფას B კატეგორიის ლიცენზია აუღია და ამიერიდან თავისი ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებში იმუშავებს. თან, ადგილობრივ გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებისგან შედგენილ ნაკრებსაც დამოძღვრავს.

კოლო "არსენალში", "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულში" ასპარეზობდა, თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში კი 121 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული