"კლუბის მტკიცე პოზიციაა, რომ არანაირი შეთავაზება, რომელსაც ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებთ მიიღებს, არ განიხილოს და ფეხბურთელი "ლივერპულის" წევრი სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც იყოს."
"ლივერპულს" ამ განცხადების გაკეთება "ბარსელონას" გააქტიურების გამო მოუხდა. როგორც ცნობილია, კატალონიელები ცდას არ აკლებენ, 25 წლის ბრაზილიელი გადაიბირონ, მაგრამ როგორც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, ისინი ამ ფრონტზეც მარცხდებიან.