"იუნაიტედის" ფეხბურთელები პარკირების წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ლეგიონერმა ანდერ ერერამ თავისი დაბადების დღე (28 წლის გახდა) ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში აღნიშნა, სადაც თანაგუნდელები ხუან მატა, დავიდ დე ხეა და მარკოს როხო მიიპატიჟა.

პარკირება იმ ადგილას თურმე, 2 სათზე მეტხანს არ შეიძლება, ფეხბურთელებმა კი რესტორანში უფრო მეტი დრო გაატარეს და უკან გამოსულებს ავტომობილების საქარე მინაზე გამოწერილი 60-ფუნტიანი ჯარიმები დახვდათ (ჯარიმას მხოლოდ დე ხეა გადაურჩა, რომელიც წვეულებაზე დაგვიანებით მივიდა და იქ 2 საათი არ გაჩერებულა).

თუმცა ამის გამო დიდად არ უდარდიათ, რადგან მათი ყოველკვირეული ხელფასი დაახლოებით
200 ათასია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული