პრემიერლიგა. II ტური: "წითელი ეშმაკები" წინ მიიწევენ, ხესემ "არსენალი" წაგებული გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
19 აგვისტოს პრემიერლიგის II ტურის მატჩები გაიმართა.

"მანჩესტერ იუნიატედმა" სტუმრად "სუონსი" ანგარიშით 4:0 დაამარცხა. 45-ე წუთზე სტუმრები ბერტრანდმა დააწინაურა, ხოლო შემდეგ ტაიმის ბოლო პერიოდში "წითელმა ეშმაკებმა" 4-წუთიან პერიოდში მეტოქეს კიდევ სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. გატანილი გოლების ავტორები რომელუ ლუკაკუ, პოლ პოგბა და ანტონიო მარსიალი გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ლუკაკუსა და პოგბას ჰენრიხ მხითარიანმა გაატანინა.

"ვესტ ჰემს" ჩიჩიარიტოს დუბლმა ვერ უშველა და "საუტჰემტონთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

"ლივერპულმა" სადიო მანეს გოლის წყალობით შინ "კრისტალ პალას" სძლია.

- "კრისტალ პალასთან"გამარჯვებით გახარებულმა იურგენ კლოპმა კმაყოფილება
ვერ დამალა


"სტოკმა" შინ ლონდონის "არსენალს" მოუგო. მასპინძლებს გამარჯვება ხესემ მოუტანა, რომელმაც არამარტო "სტოკის" რიგებში, არამედ პრემიერლიგაში გაიტანა სადებიუტო გოლი.

- სტივენ ჯერარდი "არსენალის" დამარცხებაში მესუთ იოზილს ადანაშაულებს

პრემიერლიგა. II ტური

სუონსი-მანჩესტერ იუნიატედი 0:4
გოლები: 0:1 ერიკ ბერტრანდი (45), 0:2 რომელუ ლუკაკუ (80), 0:3 პოლ პოგბა (82), ანტონიო მარსიალი (84)


საუტჰემპტონი-ვესტ ჰემი 3:2
გოლები: 1:0 მანოლო გაბიადინი (11), 2:0 ტადიჩი (პენ. 38), 2:1, 2:2 ჩიჩარიტო (45, 74), 3:2 ჩარლი აუსტინი (93) 
გაძევება: მარკო არნაუტოვიჩი (ვესტ. 33)


ლივერპული-კრისტალ პალასი 1:0
გოლი: 1:0 სადიო მანე (73)

ლესტერი-ბრაიტონი 2:0
გოლები: 1:0 შინჯი ოკაზაკი (1), 2:0 ჰარი მაგუაერი (54)

ბარნლი-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: 0:1 ჰალ რობსონ-კანუ (71)
გაძევება: ჰალ რობსონ-კანუ (ვესტ. 84)

ბორნმუთი-უოტფორდი 0:2
გოლები: 0:1 რიჩარლისონი (73), 0:2 ეეტიენე კაპუე (86)

სტოკი-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 ხესე (47)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული