მარკოს ალონსოს დუბლით "ჩელსიმ" "ტოტენჰემი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგაზე მე-2 ტურში ცენტრალური მატჩი 90-ათასიან "უემბლიზე" შედგა, სადაც ლონდონის "ტოტენჰემმა" თანაქალაქელ "ჩელსის" უმასპინძლა. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თამაშს ქვეყნის მთავარ არენაზე 73 587 მაყურებელი დაესწრო და ლამაზი ბურთაობაც იხილა.

პირველ ტურში "ბარნლისთან" დამარცხებულმა "არისტოკრატებმა", რომლებსაც გარი კეჰილი და სესკ ფაბრეგასი გაუძევეს, პირველებმა შეძლეს გოლის გატანა - 24-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა დიდებულად შეასრულა მარკოს ალონსომ.

მიუხედავად იმისა, რომ "დეზები" დიდ უპირატესობას ფლობდნენ (ბურთის ფლობა 64/36-ზე იყო), ანგარიშის გათანაბრებას ვერ ახერხებდნენ. ერთხელ გარი კეინმა ბურთი ძელს გაარტყა, 82-ე წუთზე კი ჯარიმიდან
ჩაწოდებულ ბურთს, ცოტა ხნის წინ ალვარო მორატას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა მიში ბატშუაიმ საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ყველას ეგონა შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ 88-ე წუთზე "ტოტენჰემის" კიპერმა უგო ლორისმა მახვილი კუთხიდან მარკო ალონსოს დარტყმული, არგასაშვები ბურთი გაუშვა და ანტონიო კონტეს გუნდმა ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული