უეინ რუნი ნაკრებიდან წავიდა

AutoSharing Option
ინგლისის ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა უეინ რუნიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 31 წლის ფეხბურთელმა ეს განცხადება დღეს გაავრცელა.

უეინ რუნის ნაკრებში 2016 წლის ნოემბრის შემდეგ არ იძახებდნენ. ახლახან ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა მისი გამოძახება გადაწყვიტა, მაგრმა უარი მიიღო.

რუნიმ შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ გარეთ საუთგეითს ჩემი ნაკრებში დაბრუნება უნდოდა. ეს მართლა ძალიან სასიამოვნო იყო, თუმცა ამ საკითხზე უკვე ბევრი მაქვს ნაფიქრი და გარეთს ვუთხარი, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულე.

ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. ჯერ ოჯახის
წევრებთან, "ევერტონის" მწვრთნელთან და ჩემს ახლობლებთან ვისაუბრე. ინგლისის ნაკრებში თამაში ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო.

ყოველთვის, როდესაც ნაკრებში უბრალოდ ვთამაშობდი, ან გუნდს ვკაპიტნობდი, თავს პრივილეგირებულ ადამიანად ვგრძნობდი. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც მეხმარებოდა, თუმცა ვგრძნობ, რომ წასვლის დრო მოვიდა."

უეინ რუნი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობდა. ჩატარებულ 119 შეხვედრაში მან 53 გოლი გაიტანა. 31 წლის ფეხბურთელი ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და მის რეკორდს მოხსნა დიდი ხანი არ დაემუქრება. რუნის შანსი ჰქონდა, ინგლისის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩიც ჩაეტარებინა - პიტერ შილტონის რეკორდამდე მას მხოლოდ 6 თამაში აშორებს, - მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ მოხდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენნაირი დიდი ფეხბურთელების გარეშე ფეხბურთი მოსაწყენი გახდა უკვე.. იქნებ გადაიფიქროს და დაბრუნდეს თუნდაც იმ 6 თამაშის სათამაშოდ
ვაი
17:31 23-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული