გრემ სუნესი "ლივერპულს" ფილიპე კოუტინიოს სასწრაფოდ გაყიდვას ურჩევს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილ მცველ გრემ სუნესს მიაჩნია, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო რეალურად 150 მილიონი ევრო არ ღირს და სანამ "ბარსელონამ" არ გადაიფიქრა, მისი გაყიდვაა საჭირო:

"ამხელა თანხაზე, როგორც წესი, უარს არ ამბობენ. მე ამაზე საერთოდ არ დავფიქრდებოდი. ამაზე უარის თქმა არ შეიძლება.

მართლა ასეთი მაგარია ეს ბიჭი? ამხელა სატრანსფერო ღირებულების ფეხბურთელს გუნდის თამაშის შეცვლა, მატჩების ბედის გადაწყვეტა უნდა შეეძლოს, ფილიპეს კი ეს არ შეუძლია. დიახ, კარგი მოთამაშეა, ბურთს ჩინებულად ფლობს, მეურვის მოტყუება ეხერხება, ხანდახან ლამაზი გოლიც გააქვს, მაგრამ პირადად მე
მასში 150 მილიონს არ გადავიხდიდი.

კოუტინიო ლუის სუარესის და ნეიმარის დონისა არაა, სეზონში 6-7 გოლი გააქვს და მნიშვნელოვან შეხვედრებში თავს ვერ იჩენს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული